„თეატრი და ცხოვრება“, ქართული ყოველკვირეული თეატრალურ-ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა 1910, 1914–20, 1923–26 თბილისში. მისი დამაარსებელი და რედაქტორ-გამომცემელი იყო ი. იმედაშვილი. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ შ. დადიანი, ი. გომართელი, ს. ხუნდაძე. კ. ყიფიანი, ი. ვართაგავა, კ. მესხი, ს. სუმბათაშვილ-იუჟინი, ი. გრიშაშვილი, ვ. კოტეტიშვილი, ს. ახმეტელი და სხვ. იბეჭდებოდა პიესები, სტატიები თეატრის ისტ. და თეორიის საკითხებზე, მსახიობთა აღზრდაზე, რეჟისორის ოსტატობაზე, მსახიობისა და მაყურებლის ურთიერთობაზე; რეცენზიები სპექტაკლებზე, აგრეთვე ლიტ. და იუმორისტული ხასიათის წერილები და კარიკატურები.
თ. ქვარიანი