თეატრმცოდნეობა

თეატრმცოდნეობა, მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სცენური ხელოვნების თეორიასა და ისტორიას, იკვლევს თეატრალურ პროცესებს და ასახავს იმ ეპოქის იდეებს, რ-შიც ეს პროცესები მიმდინარეობს. თ. საქართველოში თეატრთან ერთად ჩაისახა და განვითარდა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ხაზგასმით აღნიშნავდა სახიობის „საწურთელ და სარგებელ თვისებას”, მის აღმზრდელობით, საზოგადოებრივად სასარგებლო დანიშნულებას. თეიმურაზ I თვლიდა, რომ მისი „სასახიობო პოეზია” იყო „საწვრთნელი სულისა და გასანათები”. ქართ. სანახაობრივი კულტ. ისტ. სისტემატიზაციის წამომწყებნი იყვნენ არჩილ II, ს.-ს. ორბელიანი და თეიმურაზ II, ქართ. სახიობის წარმომავლობის გარკვევას საფუძველი ჩაუყარა ვახუშტი ბატონიშვილმა. XVIII ს. ქართ. თეატრის მეთაური გ. ავალი­შვილი თეატრის დანიშნულებად ადამიანის ზნეობრივ აღზრდას მიიჩნევდა. XIX ს. I ნახევარში ქართ. თეატრის ხელოვნების შესწავლაში გარკვეული წვლი­ლი შეიტანეს თეიმურაზ, იოანე და ოქროპირ ბატონიშვილებმა. განმანათლებლობის მოძრაობას დაუკავშირეს თეატრის არსებობა და განვითარება ს. დოდაშვილმა, გ. ერისთავმა და გ. ორბელიანმა. პირველი ბეჭდვითი ორგანო, სადაც ქართ. თეატრზე წერილი გამოქვეყნდა, იყო „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი” (რედ. ს. დოდა­შვი­ლი). გ. ერისთავის მიერ ქართ. პროფ. თეატრის აღდგენასთან დაკავშირებით 1850–56 ქვეყნდება ნარკვევები და წერი­ლები ძვ. ქართ. თეატრსა და სანახაობაზე (ნ. ბერძნი­შვი­ლი, დ. ყიფიანი, რ. ერისთავი, ა. ჯამბაკურორბელიანი და სხვ.). პირველი ქართ. თეატრ. კრიტიკოსი და თეატრის მემატიანე იყო ცნობილი ლიტ. და საზ. მოღვაწე მ. თუმანი­შვი­ლი. XIX ს. 60-იანი წლებიდან რევ.-დემოკრ. იდეები თ-შიც შეიჭრა. ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, გ. წერეთლის და სხვა ქართ. მოღვაწეთა წერილებმა თეატრ. ხელოვნების შე­სა­ხებ, ნიადაგი მოუმზადა ქართ. თეატრის განახლებას. მუდმივი ქართ. დრამ. დასის ჩამოყალიბების შემდეგ (1879) ქართ. პრესაში სისტემატურად იბეჭდებოდა სტატიები ქართ. სპექტაკლებზე, თეატრის პრობლემატურ საკითხებზე. ქართ. თეატრის კრიტიკის განვითარებაში დიდ როლს თამაშობდა სპეც. თეატრ. პერიოდული ორგანოები: „თეატრი”, „თეატრი და ცხოვრება”. გარკვეული წვლი­ლი ქართ. თეატრის ისტ. შესწავლაში შეიტანეს ა. ხახანაშვილმა, ვ. გუნიამ, ზ. ჭიჭინაძემ, გ. წერეთელმა.

ქართ. თეატრის ისტორიას შრომები, ნარკვევები და წერილები მიუძღვნეს ს. ამაღლობელმა, ა. დუდუჩავამ, ბ. ჟღენტმა, კ. ბუაჩიძემ, გ. თავზიშვილმა. თეატრ. ხელოვნების მაღალ მეცნ. დონეზე შესწავლას თავიანთ ნაშრომებით ხელი შეუწყვეს ივ. ჯავახიშვილმა, კ. კეკელიძემ, გ. წერეთელმა, ს. ყაუხჩიშვილმა, შ. ამირანაშვილმა, ვ. კოტეტიშვილმა, ი. გრიშაშვილმა, გ. ლეონიძემ, ვ. ბარდაველიძემ, მ. აბრამიშვილმა, ტ. რუხაძემ, ა. გაჩეჩილაძემ, გ. ჯიბლაძემ, გ. ციციშვილმა, გ. ბუხნიკაშვილმა, ს. გერსამიამ. ქართ. თ-ს ფართო სარბიელი გაუხსნა შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. თეატრ. ინ-ტში თ-ის ფაკ-ტის და თეატრ. ისტ. კათედრის ჩამოყალიბებამ (კათედრის პირველი გამგე ა. ფაღავა), თეატრ. საზ-ბის, თეატრ. მუზეუმის და გამომცემლობა „ხელოვნების” დაარსებამ. 1970 თეატრ. ინ-ტთან ჩამოყალიბდა თეატრ. და კინოს ისტ. და თეორიის სამეცნ.-კვლ. სექტორი (ხელმძღვ. დ. ჯანელიძე), თ-ის, კინომცოდნეობის, შემოქმედებითი ფსიქოლ. და კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის ჯგუფებით (შემ­დგომში სამეცნ.კვლ. ცენტრი).

მონოგრაფიებში დამუშავებულია შემდეგი საკითხები: ქართ. თეატრის საწყისები, სახიობა, ძვ. ქართ. თეატრი, XIX ს. ქართ. თეატრი, ქართ. საბჭოთა თეატრ. ისტორია, ქართ. თეატრ. კრიტიკისა და თ-ის ისტორია (დ. ჯანელიძე, ე. გუგუ­შვი­ლი, ნ. შალუტა­შვილი, ნ. ურუშაძე, ვ. კიკნაძე), კ. მარჯანი­შვი­ლის შემოქმედება (ე. გუგუ­შვი­ლი, დ. ჯანელიძე), ს. ახმეტელის შემოქმედებითი მემკვიდრეობა (ვ. კიკნაძე, ნ. ურუშაძე), ქართ. თეატრ. აზროვნება XIX ს. და XX ს. დასაწყისში (სერია „ქარ­თუ­ლი თეატრის მოღვაწენი სასცენო ხელოვნების შე­სა­ხებ”, 10 წიგნად, დ. ჯანელიძის რედაქციით), რუსთაველის თეატრ. ისტორია, თეატრ. ურთიერთობანი (ნ. შალუტა­შვი­ლი, ი. ბაქანიძე, დ. ჩხიკვიშვილი), საზღვარგარეთის თეატრ. ისტორია და თეორია (ე. თოფურიძე), ქართ. რეჟისურის ისტორია (ვ. კიკნაძე), საბალეტო ხელოვნება და ქართ. ხალხ. ქორეოგრაფია (ლ. გვარამაძე), მსახიობისა და რეჟისორის ხელოვნება (დ. ალექსიძე, მ. თუმანი­შვი­ლი, ა. ხორავა, ა. ვასაძე, ა. ფაღავა, ვ. ანჯაფარიძე, დ. ჯანელიძე, ე. გუგუ­­შვი­ლი, ნ. ურუშაძე, ნ. შალუტა­­შვი­ლი, ვ. კიკნაძე, ნ. გურაბანიძე, ნ. შვანგირაძე და სხვა). ­ქართვ. თეატრმცოდნეები ნაყოფიერად მოღვაწეობენ თეატრის კრიტიკის სარბიელზე.

XX ს. 80–90-იან წლებში და XXI ს. პირველ ათწლეულში უფროს თაობასთან ერთად აქტ. საქმიანობას ეწევიან ახ. თაობის თეატრმცოდნეები, რ-ებიც აქტიურად მონაწილეობენ კრიტ. დარგში. მიმდინარეობს ქართ. თეატრ. ისტორიისა და თანამედროვეობის პრობლემების კვლევა. შეიქმნა მნიშვ­ნელო­ვა­ნი შრომები საზღვარგარეთის თეატრზე, ქართ. თეატრ. ისტორიისა და დრამის თეორიის დარგში. მ. შ. საყურად­ღებოა ნ. ურუშაძის „ვალერიან გუნია” (1987, კ. მარჯანი­შვილის პრემია). ნ. გურაბანიძის მონოგრაფიული ნარკვევები: „რეჟისორი რობერტ სტურუა”, „ფანტასტიკური რამაზ ჩხიკვაძე”, მიხეილ თუმანი­­შვი­ლის თეატრი (რუსთაველის პრემია 2011), აგრეთვე „სამყარო თეატრალის თვალით” (საქართვ. სა­ხელმწ. პრემია, 1998), „გამარჯვების გზით” (მარჯანი­შვი­ლის პრემია, 1981). ვ. კიკნაძის „ქარ­თული დრამატული თეატრის ისტორია”) (ტ. I–II, 2001–02). „ქარ­თული რეჟისურის ისტორიის ნარკვევები” (1982; სა­ქართვ. მეცნ. აკად. და სა­ქართვ. უმაღლესი განათლების სამინისტროს პრემია), „ცხოვრება სანდრო ახმეტელისა” (1987 – კ. მარჯანი­შვი­ლის სა­ხელმწ. პრემია).

გამოქვეყნდა ნ. არველაძის „თე­ატრმცოდნეობის კვლევის ძირითადი ფორმები” (1998), „ცის ბინადარი ბერიკები” (2005), მ. გეგიას „ზეცნობადი თეატრალურ ხელოვნებაში”, მ. კალანდარი­­შვი­ლის „მოდერნიზმი ქართულ თეატრში” (2007), ნ. მაჭავარიანის „ნარკვევები ევროპული დრამატურგიის ისტორიიდან” (2010), გ. ცქიტი­შვი­ლის „ამბავი ყოფილთა ქართულ სცენაზე”, ლ. ღონღაძის „ოთარ მეღვინეთუხუცესი”, მ. კიკნაძის „ნატო გაბუნია”, გ. მეგრელიძის „რღვევა” რუსთაველის თეატრში და სხვა.

80-იან წლებში ასპარეზზე გამოვიდნენ ახ. თაობის თეატრმცოდნეები (გ. ცქიტი­შვი­ლი, ლ. ხეთაგური, გ. ჩართოლანი, თ. ბოკუჩავა, მ. გოშაძე, მ. ტურია­შვილი, თ. ქუთათელაძე, მ. ვასაძე, ფ. ყუშიტა­შვი­ლი და სხვები), რ-ებიც აქვეყნებენ შრომებს ქართ. თეატრის ისტორიისა და თანამედროვეობის საკითხებზე.

­ქართვ. თეატრმცოდნეები სამეცნ. მუშაობასთან ერთად ეწევიან საგანმან. საქმიანობას, კითხულობენ ლექციებს. მრავალ თეატრმცოდნეს დაცული აქვს დისერტაცია და მინიჭებული აქვს ხელოვნებათმცოდნეობის მეცნ. დოქტორის ხარისხი.

თეატრ. კრიტ. სფეროში მოღვაწეობენ ლ. ოჩიაური, მ. გეგეჭკორი, ნ. ხურცილავა, მ. გურგენიძე, მ. წულაძე, ს. კილასონია, თ. ქუთათელაძე, ნ. მაჭავარიანი, გ. მეგრელიძე, ვ. ძიგუა, გ. ყაჯრი­­შვი­ლი, ლ. ჩხარტი­შვი­ლი, ნ. აბულაძე და სხვ. საზღვარგარეთის თეატრ. პრობლემებზე – ი. ღოღობერიძე, ლ. ხეთაგური, ნ. მაჭავარიანი, გ. მამულა­შვი­ლი, თ. ბოკუჩავა და სხვ. თეატრ. ინ-ტის კურსდამთავრებულები მოღვაწეობენ თეატრ. ხელოვნების სხვა­დასხვა სფეროში (თეატრ. და კინოს ინ-ტი, ტელევიზია, მასმედია, სახელმწ. და საზ. დაწესებულებები). სხვა­და­სხვა დროს შედგენილ იქნა და გამოიცა მსოფლიო თეატრ. ლექსიკონი (მ. გეგია), კრებ. სასცენო მეტყველების პრობლემებზე (ლ. ღონღაძე), რუსთაველისა და მარჯანი­შვი­ლის თეატრის ალბომები (კ. ნინიკა­შვი­ლი), დაიბეჭდა ნ. გურაბანიძის, ვ. კიკნაძის, კ. ნინიკა­შვი­ლის მემუარული ლიტ-რა.

დ. ჯანელიძე

ვ. კიკნაძე