თებერვალი, (ლათ. februarius – განწმენდის თვე), კალენდარული წლის მეორე თვე. შედგება 28 დღე-ღამისაგან, ხოლო თუ წელიწადი ნაკიანია – 29 დღე-ღამისაგან. სახელწ. დაკავშირებულია ძვ. რომში არსებულ განწმენდის რიტუალთან. ძვ. ქართ. წარმართული კალენდრით ს ა რ წ ყ უ ნ ი ს ი, ს უ რ წ ყ უ ნ ი ს ი ჰქვია, ხალხ. სახელწოდებაა გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ი ს თ ვ ე.