„თებრონე მიდის წყალზედა“, ქართული (ქართლ-კახური) კუპლეტური, სოლისტისა და გუნდის მონაცვლეობაზე აგებული ლირიკულ-სატრფიალო ხალხ. სამხმიანი სიმღერა. აქვს უცვლელი ტექსტი. ასახავს ახალგაზრდა ქალისა და ვაჟის ურთიერთობას ქალისათვის ,,დრამატულ" („თებრონემ კოკა გატეხა, ცრემლი მოადგა თვალზედა") ვითარებაში. არსებობს ვარაუდი, რომ ადრე ეს სიმღერა შრომის პროცესთან (წყლის ზიდვასთან) იყო დაკავშირებული.
ლიტ.: ჩ ხ ი კ ვ ა ძ ე გრ., ქართული ხალხური სიმღერა, ტ.1, თბ., 1960.
კ. ჭოხონელიძე