თებულო, უღელტეხილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, პირიქითის (თ უ შ ე თ ი ს) ქედზე. სიმაღლე 3342 მ. თ-ს მიდამოები აგებულია იურული თიხაფიქლებით. თხემური ნაწილი კლდოვანია, მოკლებულია მცენარეულ საფარს, ქვემოთ ალპ. საძოვრებია. უღელტეხილი მდ. პირიქითის ალაზნის სათავეს (ქვახიდისწყალი) აკავშირებს ჩრდ-ით მდებარე თებულოს ხეობასთან (ქისტეთი).
გ. კურდღელაიძე