თებულოსმთა

თებულოსმთა, დ ა ქ უ ე ხ ი, მთა ახმეტისა და დუშეთის მუნი­ციპალიტეტების საზღვარზე, პირიქი­თის (თ უ შ ე თ ი ს) ქედზე. სიმაღლე 4498 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. თ-იდან მდინარეების ანდაქის, არღუნისა და პირიქითის ალაზნის ხეობებში ეშვება მყინვარები.

ლ. მარუა­შვი­ლი