თედოწმინდა

თედოწმინდა, განვითარებული შუა საუკუნეების ქარ­თუ­ლი ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქვემო ბოლნისის მიდამოებში, ტყეში. წარმოადგენს მოზრდილი, დარბაზული ტიპის ეკლესიას. ჩრდ-იდან და სამხრიდან აქვს მინაშენები. ნაგებია კარგად თლილი ქვით. ეკლესიაზე ასომთავრულით შესრულებული რამდენიმე წარწერაა. წარწერებიდან ჩანს, რომ აქ ამ ეკლესიის აშენებამდეც მონასტერი იყო, თუმცა უცნობია მისი დაარსების თარიღი. ეკლესიის ან სავარაუდო სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს დიდი ნასოფლარია, რ-ის სახელწოდება ეკლესიის დასახელებიდან მომდინარეობს.

XIX ს., რუსი არქეოლოგისა და ნუმიზმატის ი. ბართოლომეის (1813–70) ცნობით, ეკლესიაში ყოფილა ფრესკული მხატვრობის ნაშთი ­ქართ. და ­ბერძნ. წარწერებით, ძლიერ დაზიანებული გამოსახულება ეკლესიის მაშენებლისა ეკლესიის მაკეტით ხელში. მხატვრობის ეს ფრაგმენტი ე. თაყაი­შვილს უკვე აღარ დახვედრია. 2011 ეკლესია აღადგინეს მინაშენების გარეშე.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  დ., „ხევი ბოლნისისა", კრ.: დმანისი, IV, თბ., 2003.