თარხან-მოურავები

თარხან-მოურავები, სათავადო სახლი ქარ­თლის სამეფოში. სახლის დამაარსებელია გ. სააკაძის ­შვი­ლი იორამი, რ-საც როსტომ მეფემ XVII ს. 30-იანი წწ. ბოლოს სააკაძეთა საგვარეულო სამფლობელო აღუდგინა, სხვა მამულებიც უბოძა და თარხნის ტიტული დაუმკვიდრა. ამის მიხედვით იორამის ჩამომავლებს თარხნიშვილები ეწოდათ. ისტ. საბუთებში ისინი ზოგჯერ მოურავიშვილებადაც იხსენიებიან, ხოლო XIX ს-ში მათ თ.-მ-ს უწოდებდნენ. აზნაურ სააკაძეთა გვარის ამგვარი შეცვლა მათ გათავადებას ნიშნავდა. თ.-მის სათავადო თეძმის ახალქალაქსა და მის მიდამოებს მოიცავდა.

ლიტ.: ჯ ა მ ბ უ რ ი ა  გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964.