თარიშვილი ნინო კონსტანტინეს ასული (28. VIII. 1904, სოფ. მირზაანი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, – 23. II. 1990, თბილისი), პოეტი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. დაამთავრა თსუ-ის პედ. (სიბრძნისმეტყველების) ფაკ-ტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის განყ-ბები. 1926–28 სწავლობდა პედ. ფაკ-ტის სიტყვიერების განყ-ბაზე, 1927–30 – თბილ. უცხო ენათა კურსების ფრანგ. სექტორზე. 1928– 30 მუშაობდა ფსიქონევროლოგიურ ინ-ტში მეცნ. თანამშრომლად, 1930–39 – უფრ. მეცნ. თანამშრომლად პედაგოგიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ზოგადი ფსიქოლ. და საბავშვო ლიტ-რის სექციაში, 1932–37 – უფრ. მეცნ. თანამშრომლად ფიზ. კულტურის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, 1939-იდან – თსუ-ის დას. ევროპის ლიტერატურის ისტ. კათედრაზე, 1940–41 – თელავის პედ. ინ-ტში, 1941–42 – გორის პედ. ინ-ტში, 1942–54 – ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში; პარალელურად, 1986-მდე, კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და უცხო ენათა პედ. ინ-ტში. თანამშრომლობდა ქართ. ჟურნალ-გაზეთებთან: „ილიონი”, „რუბიკონი”, „ბახტრიონი”, „ტრიბუნა”, „ქართული მწერლობა” და სხვ. 1926 დაიბეჭდა მისი ლექსების კრებ. „მზეში”, 1980 – ლექსების კრებ. „გვირილა”. ერთ-ერთმა პირველმა გამოაქვეყნა წერილი „ბახტრიონში” (1923) ფიროსმანის შესახებ. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. ეკუთვნის მრავალი სამეცნ. ნაშრომი.