თახჩა სახლის შიდა კედელში დატანებული პატარა ნიში ან კარადა (უკარო და თაროებიანი) ჭურჭლის, სურსათისა და საოჯახო ნივთების შესანახად. ხალხური წარმოდგენით, თ. საცხოვრებლის წმინდა ადგილი იყო, რის გამოც იგი სახლის მარჯვ. მხარეს კეთდებოდა. გარკვეულ დღეებში (მაგ., ყველიერის შაბათს, რ-საც ქსნის ხეობაში „ანგელოზის დღე" ერქვა) ოჯახის უფროსი მამაკაცი სანთელს აანთებდა, თ-ში წინა დღით შენახულ ფურცლოვან ქადას დაჭრიდა და ოჯახის მამაკაცებს ჩამოურიგებდა.
ლიტ.: ბ ე დ უ კ ი ძ ე ლ., ქსნური ხის ავეჯი, კრ.: მასალები ქსნის ხეობის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბ., 1975; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 1 – მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში, თბ., 1946.
ლ. ბედუკიძე