თაჰერი მოჰამედ

თაჰერი მოჰამედ, XVII ს. სპარსელი ისტორიკოსი, შაჰ-აბას II-ის (1642–66) სამეფო კანცელარიის უპირველესი მოხელე. ხელი მიუწვდებოდა სახელმწ. ოფიც. საბუთებზე, ავტორია თხზულებისა „თარიხ-ე შაჰ აბას-ე სანი" („შაჰაბას მეორის ისტორია"). თხზულებაში მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული XVII ს. შუა ხანების ირან-სა­ქარ­თვე­ლოს ურთიერთობის შესასწავლად. საინტერესო ცნობები გვხვდება ასევე დას. საქარ­თვე­ლოს, კერძოდ, იმერეთისა და სამეგრელოს შე­სა­ხებ, რაც თხზუ­ლების ღირსებას კიდევ უფრო ზრდის.

ლიტ.: მოჰამედ თაჰერის ცნო­ბები სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. ქართულად თარგმნა ვლ. ფუთურიძემ, «მსკი», 1954, ნაკვ. 30.

ლ. მანიავა