თბილისის წყალსაცავი

თბილისის წყალსაცავი

თბილისის წყალსაცავი, სამგორის ­წყალსაცავი, „თბი­ლისის ზღვა“, ­წყალსაცავი აღმ. სა­ქართვე­ლო­ში, ივრის ზეგანზე. შეიქმნა მლაშე ტბების – ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ტბების ქვაბულში მდ. ივრის ­წყლის დაგუბების შედეგად. ვრცელდება ჩრდ.-დას-იდან სამხრ.-აღმ-კენ. ჩრდ.-დას. ნაწილში განიერია, სამხრ.-აღმ-ში – ვიწრო. ზედაპირის ფართ. – 11,8 კმ², წყალშემკრები აუზისა – 38კმ², სიგრძე 9 კმ, უდიდესი სიგანე 2 კმ, საშ. სიღრმე – 26,6 მ, უდიდესი სიღრმე – 45 მ, წყლის მოცულობა – 308 მლნ. მ³. ­წყალსაცავის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე კლებულობს 7–10 მ-ით. წყლის ზედაპირული ფენის საშ. ტემპ-რა ნაპირთან მერყეობს 3,7°C-იდან (იანვ.-თებ.) 21,6°C-მდე (აგვ.), მაქს. ტემპ-რა 26,2°C. ყინულსაფარი ­წყალსაცავზე არ ჩნდება, ცივ ზამთარში წარმოიქმნება ყინულნაპირისი და თოში. ხშირი ქარის გამო იცის ღელვა. წყლის მინერალიზაცია – საშ. 325 მგ/ლ.

თ. წ. სამგორის ­სარწყავი სისტემის რეგულატორია. ექსპლუატაციაშია 1953-იდან. ­საზრდო­ობს მდ. ივრის წყლით, რ-იც სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მა­გისტრა­ლური არხით ­ჩა­დის. უკეთ წყალ­მომარაგების ­მიზ­ნით თ. წ-ს წყალი ­მიეწოდე­ბა ჟინვა­­ლის წყალ­საცავიდანაც სპეციალურად გა­ყვანილი წყალ­სა­დე­ნით. ­წყალ­საცავიდან წყა­ლი გადის სამგო­რის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხით. თ. წ-ს იყენებენ საყოფაცხოვრებო და საირიგაციო მიზნით. მან გარკვეული დადებითი გავლენა იქონია სანაპირო ზონის მიკროკლიმატზე.

თ. წ. თბილ. მცხოვრებთა დასვენებისა და გაჯანსაღების ერთ-ერთი მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი კერაა. ­წყალსაცავის ჩრდ. და სამხრ.-დას. სანაპიროები კეთილმოწყობილია. შექმნილია დასვენების ზონა.

თ. წ-ის ჩრდ.-აღმ. სა­ნა­პი­რო­ზე მიკვლეულია გვიანდ. ბრინჯაო – ადრინდ. რკინის ხანის (ძვ. წ. II ათასწლ. II ნახ. – ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ.) ნასახლარი და მისი თანადროული სამაროვანი, სამხრ.დას. სა­ნა­პი­რო­ზე და ლოტკინის გორაზე – ყორღანთა ჯგუფები.

. აფხაზავა

ი. სულთანი­შვი­ლი