თბილისური მარკა

თბილისური მარკა

თბილისური მარკა, პირველი საფოსტო მარკა რუსეთის იმპერიაში. თბილ. საქალაქო ფოსტისათვის 1857 შედგენილი ჟურნალ-გაზეთების სახლში ­მიტანის წესდება გვამცნობს, რომ თბილ. საგუბერნიო საფოსტო კანტორასთან დაარსდა საქალაქო ფოსტის განყ-ბა; წესდება გვაწვდის საინტერესო ცნობას, რომ „... для облегчения публики продаются введенныя собственно для развозки почты особыя бумажныя штемпельныя печати, имеющия свойство облатки, съ платою за каждую по 6 к., продажа менее пяти таковыхъ печатей производитъся не будет“. „ობლატკაზე“ არის წარწერა: ТЕФ Δ Δ ФЕ┴ Городс. ПОЧТА 6 коп. [ტფილის (ის) ქალაქ (ის) ფოსტა 6 კაპ.]. წარწერა მოთავსებულია ოთხკუთხედში, რ-შიც ჩასმულია მრგვალი მედალიონი, შიგნით გამოსახულია ფრთებგაშლილი არწივი; „ობლატკა", ვ. დალის განმარტებით, წარმოადგენდა მრგვალ წებოვან ქაღალდს, რითაც იბეჭდებოდა წერილები. არსებობს მოსაზრება, რომ 1857 დაბეჭდილი თბილისური „ობლატკა", იმჟამინდელი რუს. იმპერიის სივრცეში პირველი „სამარკო ნიშანი" იყო და ერთი წლით უსწრებდა რუსეთში 1858 გამოშვებულ საფოსტო მარკას.

წყა­რო: Кавказский Календарь на 1858 годъ, изданный отъ Канцелярии Наместника Кавказскаго, Тфл., 1857.

ლიტ.: ა რ ლ ა ზ ო რ ო ვ ი  მ., თქვენს სახელზე წერილია, თბ., 1957; ბ რ ე ­ გ ვ ა ძ ე  ბ., სა­ქართველოს საფოსტო მარკების კატალოგი (1990–1999 წწ.), თბ., 2000; ჯ ა ვ რ ი ­შ ვ ი ­ლ ი  კ., მე თბილისელი ვარ, თბ., 1972.

თ. ბერიძე