თბილისში აღმოჩენილი უცხოური მონეტები

თბილისში აღმოჩენილი უცხოური მონეტები. სპილენძი მანგუ ყაენი 1254 ზემოთ – შუბლი, ქვემოთ –ზურგი

თბილისში აღმოჩენილი უცხოური მონეტები, სხვა­და­სხვა დროსა და სხვა­და­სხვა ადგილას აღმოჩენილი უცხოური მონეტები და მონეტების განძი. ძვ. წ. II–I სს. მიეკუთვნება აქ აღმოჩენილი ბაქტრიული და მცირეაზიული (ქალაქების ამასტრიდისა და სოლის) მონეტები. ანტ. ხანის მონეტებიდან აღსანიშნავია ძვ. წ. I ს.–ახ. წ. I ს. რომაული დენარები, პართული დრაქმები, I–III სს. აზიის ბოსფორული მონეტები და შაპურ I-ის (241–272) სასანური დრაქმა. 1904 „მაიდანზე" აღმოჩნდა სასანურ-ბიზანტიური ვერცხლის მონეტების შერეული განძი (დაახლ 800 ც.), რ-ის ქრონოლ.დიაპაზონია 579–641. თბილისში მრავლადაა ნაპოვნი სხვა­და­სხვა დროის (VI, X–XI სს.) სპილენძის, უფრო იშვიათად – ოქროს ბიზანტ. მონეტები; მიკვლეულია VIII ს. არაბ. დირჰემი და ფელსები. 1961 ბოტან. ბაღის ტერიტ-ზე აღმოჩნდა X ს. დასასრულისა და XI ს. დასაწყისის არაბ. ვერცხლის მონეტების ნატეხების განძი. მრავლადაა ნაპოვნი XI–XIII სს. შირვანშაჰების, ილდეღიზიდებისა და სელჩუკების მონეტები. დადასტურებულია ქართ.-აღმ. მონეტების რამდენიმე შერეული განძი. თბილისში აღმოჩენილია ჯალაირიდებისა და ჰულაგუიდების სა­ხე­ლით XIV ს-ში მოჭრილი ვერცხლისა და სპილენძის მონეტები, მ. შ. განძიც. მრავლად ჩნდება ირან. და თურქ. მონეტები. აღსანიშნავია 1929–30 აბანოთუბანში აღმოჩენილი XVIII ს. ირან. ვერცხლის მონეტების დიდი განძი. თბილისში მიკვლეულია ევრ. მონე­ტებიც (იხ. ევროპული მონეტების განძი). ყოველივე ეს მიუთითებს, რომ თბილისს ინტენს. სავაჭრო ურთი­ერთობა ჰქონდა აღმოსავლეთის და დასავლეთის მრავალ ქვეყანასთან.

ლიტ.: ა ბ რ ა მ ი ­შ ვ ი ­ლ ი  თ., სა­ქართვე­ლოს სა­ხელმ­წი­ფო მუზეუმის პართული მონეტების კატალოგი, თბ., 1974; მ ი ს ი ვ ე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელმ­წი­ფო მუზეუმის ბიზანტიური მონეტები, თბ., 1965; ა ნ თ ა ძ ე  მ., სა­ქარ­თვე­ლოსა და თურქეთის ურთიერთობა XV–XVIII საუკუნეებში ნუმიზმატიკური მასალის მიხედვით, თბ., 1982; ქ ე ბ უ ლ ა ძ ე  რ., ევროპული მონეტების მიმოქცევა საქარ­თვე­ლო­ში XV–XVIII საუკუნეებში, თბ., 1971; Брашинский И. Б., К истории экономических связей Восточного Причерноморья в античную эпоху (по нумизматическим данным), «Известия АН Грузии», 1967, т. 47, №3; Джалагания И. Л., Иноземная монета в денежном обращении Грузии V–XIII вв., Тб., 1979; Кутелия Т. С., Грузия и cефевидский Иран, Тб., 1979.

გ. დუნდუა