„თბილღვინო“

"თბილღვინოს" პრო­დუქ­ცია

„თბილღვინო“, (სააქციო საზოგდოება), ღვინის მწარმოებელი მსხვი­ლი კომპანია. მისი ისტორია იწყება 1962-იდან, როდესაც თბილისში გაიხსნა სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ დროისათვის ერთ-ერთი დიდი ღვინის ქ-ნა (№3 ღვინის ქ-ნა), რ-იც, როგორც სათავო საწარმო, 1974 შევიდა „სამტრესტის” შემადგენლობაში შექმნილ თბილ. საწარმოო გაერთიანება „თბილღვინოში”. 1990–92 გაერთიანების ეტაპობრივი დაშლის შემდეგ №3 ღვინის ქ-ნას ეწოდა ღვინის წარმოების სა­ხელმწ. სამრეწვ.-კომერციული ფირმა „თბილღვინო”, რ-ის ბაზაზეც 1994 ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა „თ.” რეორგანიზაციის შემდეგ, 1999, საწარმოში ჩა­ტარდა რესტრუქტურიზაცია. შეიცვალა და გაუმჯობესდა პროდუქციის ხარისხი და ვიზუალური მხა­რე. ამავე წელს „თ-მ” იქირავა პირველადი მეღვინეობის ქ-ნა კახეთში და სრული ციკლის საწარმოდ გადაიქცა, რამაც ხელი შეუწყო მაღალხარისხიანი ღვინის წარმოებას. 2006-იდან დაიწყო და 2008 დასრულდა „თ-ს” თბილისში არსებული მეორეული ღვინის ქ-ნის სრული რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია და გადაიარაღება თანამედროვე ევრ. სტანდარტების ტექნოლ. დანადგარებით და მოწყობილობით. 2009 კომპანიაში ინტეგრირებულად დაინერგა საერთაშ. მართვის ორი სისტემა: ISO 9001 (ხარისხის მართვის სისტემა) და ISO 22000 (საკვების უვნებლობის სისტემა), რამაც კომპანიას საშუალება მისცა, გააკონტროლოს ღვინის ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე. 2012 წ. სექტემბერში „თ-მ” კა­ხე­თის რეგიონში, ყვარელთან გახსნა ყურძნის პირველადი გადამუშავების საკუთარი საწარმო, რ-იც აღჭურვილია ევრ. სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე იტალ. დანადგარებით, რაც სეზონზე 5000 ტ ყურძნის მიღება-გადამუშავების შესაძლებლობას იძლევა. „თ.” აწარ­მოებს 100 დასახელების ყურძნის ღვინოს, მ. შ. როგორც ტრად. ქართულ, ისე ევრ. ტიპის ღვინოებს. პროდუქცია გამოდის სხვა­და­სხვა სავაჭრო ნიშნით: „თბილღვინო”, „სა­ქარ­თვე­ლოს ველები”, „ივერიული”, „ადათი” და „განსაკუთრებული მარაგი”. რამდენიმე სავაჭრო ნიშნით ღვინის წარმოება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც „თ-ს” ღვინოებზე სხვა­და­სხვა ქვეყანაში მოთხოვნა გაიზარდა. ქ-ნის საწარმოო სიმძლავრე გათვლილია წელიწადში 6 მლნ. ბოთლი ღვინის წარმოებაზე. პროდუქციის დიდი ნაწილი საექსპორტოა და მრავალ ქვეყანაში იგზავნება. „თ.” ექსპორტის მოცულობით ლიდერობს ქართ. ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის (2009– 12 წწ. მონაცემებით). კომპანია აქტიურად მონაწილეობს სხვადა­სხვა პრესტიჟულ საერთაშ. და ადგილობრივ კონკურსებში, სადაც მის მიერ გამოშვებულ ღვინოებს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მ. შ.: 10 ოქროს, 23 ვერცხლისა და 47 ბრინჯაოს მედალი (2006–13).

გ. მარგველა­შვი­ლი