თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი

თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ს ი, დაარსდა თბილისში 1927 დ. არსენი­შვი­ლის ინიციატივით როგორც სა­ქართვ. სათეატრო მუზეუმი. თავდაპირველად ექვემდებარებოდა სა­ქართვ. განსახკომს, შემდეგ – კულტ. სამინისტროს, 1962–64 – თეატრ. საზ-ბას. მუზეუმის ფონდების შევსება-გამდიდრება უნიკალური მასალებით და მუზეუმის პროფილის გაფართოება დაკავშირებულია გ. ბუხნიკა­შვი­ლის სახელთან. 1974-იდან მუზეუმში მოხდა რეორგანიზაცია და ეწოდა სა­ქართვ. თეატრის, მუს. და კინოს სა­ხელმწ. მუზეუმი, ხოლო 2005-იდან – თ., მ., კ. და ქ. ს. მ., არის საჯარო სამართლის იურიდ. პირი სა­ქართვ. კულტ. და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

2000 მუზეუმში ფუნქციონირებდა 3 სამეცნ. განყ-ბა: თეატრის., სამუსიკო და კინოსი; საფონდო სექტორები: ხელნაწერების, დეკორაციულ-სახვითი, ფოტონეგატივების, სააფიშო, გრამფირფიტებისა და მაგნიტოფირების, საგნობრივ-მემორიალური, ­აუდიო-ვიდეოჩანაწერებისა. ხოლო 2013-თვის იყო შემდეგი ფონდები: ქანდაკების, სააფიშო, ბიბლიოთეკისა და რარიტეტულ გამოცემათა, ხელ­ნა­წერ­თა და საარქივო დოკუმენტების, მემორიალურ და ხელოვნების ნიმუშთა, ფოტო და ფოტონეგატივების, სახვითი ხელოვნების, მუსიკის.

თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. საგამოფენო დარბაზი.

ფონდსაცავში სულ იყო 245293 ექსპონატი, მ. შ. ძვ. და თანამედროვე ქართ. თეატრის, კინოს, მუს. და ქორეოგრ. ისტორიის შ. დადიანის, დ. არაყი­შვი­ლის, ვ. აბაშიძის, ლ. მესხი­შვი­ლის, მ. ბალანჩივაძის, მ. საფაროვა-აბაშიძის, ნ. გაბუნიას, მ. ქორელის, კ. ფოცხვერა­შვი­ლის, მ. ჭიაურელის, ვ. ანჯაფარიძის, ს. ზაქარიაძის და სხვა­ტა პირადი არქივები; ლ. გუდია­შვი­ლის, დ. კაკაბაძის, ე. ახვლედიანის, ვ. სიდამონ-ერისთავის, ს. ვირსალაძის და სხვა­ტა ნამუშევრები; თეატრის, მუსიკისა და კინოს მოღვაწეთა მემორიალური ნივთები, ისტ. დოკუმენტები; უმდიდრესი ფოტო, ფონო, აუდიო, ვიდეომასალა.

თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. საგამოფენო დარბაზი.

მუზეუმში პირველი გამოფენა მოეწყო 1938 დ. ჯანელიძის ინიციატივით. წარმოდგენილი იყო მუზეუმში დაცული ქართ. სანახაობითი კულტურის ამსახველი მასალა. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმს არ გააჩნდა საგამოფენო დარბაზები, ექსპონატები გაჰქონდათ სხვა­და­სხვა ორგანიზაციებში, იყო მოძრავი გამოფენებიც. XX ს. 40-იან წლებში მოეწყო გამოფენები თემებზე: „ქარ­თუ­ლი თეატრის 60 წელი” (1940), „ქუთაისის თეატრის 60 წლისთავი” (1940), „მაკო საფაროვა-აბაშიძის ცხოვრება და შემოქმედება” (1940), „შექსპირი ქართულ სცენაზე” (1941), „საბჭოთა თეატრის 20 წელი” (1941), „კოტე მესხის ცხოვრება და შემოქმედება” (1941); ზ. ფალია­­შვი­ლის (1947), კ. მარჯანი­შვილის (1947), ვ. გუნიას, ა. ყაზბეგის (1947) შემოქმედება; 1950–55 კი წარმოდგენილი იყო გ. ერისთავის, ზ. ფალია­შვი­ლის, ლ. მესხი­შვილის, შ. დადიანის, მ. ბალანჩივაძის, ვ. აბაშიძის, ა. ხორავას, ა. ფაღავას, ი. გამრეკელის, ლ. ტოლსტოის, ნ. გოგოლის ცხოვრება და შემოქმედება, პერიოდულად საიუბილეო გამოფენებს ენაცვლებოდა თემატური გამოფენებიც: „სამამულო ომის თემა ქართულ თეატრსა და კინოხელოვნებაში” (1945 და 1985), „მსოფლიო ახალგაზრდობის პრაღის ფესტივალზე ქარ­თული ბალეტის გამარჯვებული მსახიობები” (1948); 1986 მხატვართა სახლის საგამოფენო დარბაზებში პირველად მოეწყო ქართ. თეატრის, მუს. და კინოს ისტ. ამსახველი სამუზეუმო მასალების ვრცელი რეტროსპექტული გამოფენა. იმართებოდა გამოფენები რესპ. გარეთ: „ქარ­თუ­ლი თეატრი” (ბერლინი, 1971), „ქარ­თუ­ლი საბჭოთა თეატრის 50 წელი” (სანქტ-პეტერბურგი, 1971), „პეტრე ოცხელის დეკორაციული ხელოვნება” (სანქტ-პეტერბურგი, 1978), „ქართუ­ლი საბჭოთა თეატრი” (მოსკოვი, 1987); აგრეთვე პერიოდული გამოფენები: ნინო რამი­შვი­ლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა, ქართ. დიასპორა, ნატო ვაჩნაძე (2010), „დაბრუნებული ფერები, თურქეთი ქართულ ხელოვნებაში” (2009) და სხვ.

მუზეუმი ახორციელებს საგანმან. პროგრამებს: „ქარ­თული კინოხელოვნება”, „ქარ­თუ­ლი მულტიპლიკაცია”, „აფიშა და საზოგადოება” (2009–10) და სხვ.

მუზეუმის ფილიალები: თბილისში – უ. ჩხეიძის (1955), ა. ხორავას (1976), ა. ვასაძის (1988) სახლ-მუზეუმები; ანაგაში – ს. ახმეტელის (1988), გურჯაანში – ნ. ვაჩნაძის (1981), დიღომში – მ. ჭიაურელის (1982–96) კერძო სახლმუზეუმები.

მუზეუმის ბაზაზე მომზადდა ქართ. თეატრის, მუს. და კინოს ხელოვნების ქრონოლ. ცნობარი, ქართ. თეატრის ისტ. ნარკვევები (2 ტომი); საქართვ. მოქმედი თეატრების, მუს. და კინოდაწესებულებების, აგრეთვე ხელოვნ. გამოჩენილი მოღვაწეების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული ნარკვევების კრებ. „საიუბილეო თარიღები” (1986–89), „ხელოვნების კალენდარი” (1990– 96). 1996-იდან გამოდის ყოველწლიური საიუბილეო ცნობარები. მუზეუმმა მოამზადა 3 ტომად ნავარაუდევი „ხელოვნების მატიანის” (თეატრი, მუსიკა და კინო) I ტომი, აგრეთვე გამოფენების თანმხლები ბუკლეტები და ღია ბარათები (2009–10).

მუზეუმი განთავსებულია გრაფ კ. ოლდენბურგისა და პრინცესა ს. დადიანის მიერ 1895 აგებულ სასახლეში (ი. კარგარეთელის ქ. № 6). მისი ფართობია 1749 მ², მუდმივი ექსპოზიციისა – 100 მ², საცავებისა – 491 მ², რესტავრაციის სახე­ლოსნოებისა – 60 მ².

მუზეუმს წლიურად ჰყავს საშუალოდ 5500 დამთვალიერებელი. მუზეუმის დირექტორები: დ. არსენი­შვი­ლი (1927–35); პ. პატარაია (1936); ლ. კანდელაკი (1935–37); ა. სტურუა (1938); ბ. ელიგულა­შვი­ლი (1938–39); გ. ბუხნიკა­შვი­ლი (1939–79); დ. ჯანელიძე (1979–85); ა. შალუტა­­შვი­ლი (1985–2008); გ. კალანდია 2009-იდან დღემდე.   

გ. კალანდია