თედეევი გიორგი სარდიონის ძე (დ. 3.XI. 1926, სამხრეთ ოსეთის აო), ოსი მსახიობი – მოცეკვავე, ქორეოგრაფი. საქართვ. სახ. არტისტი (1965). დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკ-ტი. 1943–66 მოღვაწეობდა ყოფ. სამხრეთ ოსეთის აო-ის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, როგორც ოსური ხალხ. ცეკვების სოლისტ-შემსრულებელი, ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი. პარალელურად 1948–52 იყო ჯავის რ-ნის თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელი, 1954–55 – ცხინვალის კულტ. სახლის დირექტორი, 1957-იდან – საქართვ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. დამს. აკად. ანსამბლის (ხელმძღვ. ი. სუხიშვილი და ნ. რამიშვილი) სოლისტი–მოცეკვავე. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ოსური ლირ. ცეკვის „ხონგა-ქავთის" (ცეკვა „მიპატიჟება") მაღალპროფესიული შესრულებით. მაღალი ოსტატობა, მოხდენილი სვლა, მკაცრი, თავშეკავებული პლასტიკა საშუალებას აძლევდა თ-ს შეექმნა ამა თუ იმ ხალხ. ცეკვის დასამახსოვრებელი, საინტერესო ვარიანტი. 90-იანი წლებიდან საცხოვრებლად გადავიდა ცხინვალში. მისი სახელი მიენიჭა ცხინვალის №1 მუსიკალურ სკოლას.