დავით მიძნაძორელი, IX ს. I ნახ. ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მიძნაძორის მონასტრის (კლარჯეთი) აღმშენებელი და პირველი წინამძღვარი.
მისი მოწაფეები იყვნენ ილარიონი და ბარეთელთას მონასტრის (კლარჯეთი) აღმშენებელი და წინამძღვარი ზაქარია. გიორგი მერჩულე (X ს) დ. მ-ს დიდს და მონასტერთა მაშენებელს უწოდებს.
დ. მ. შერაცხულია წმინდანად და მოიხსენიება 5(18) ოქტომბერს კლარჯეთის უდაბნოს ღირს მამათა და დედათა შორის.
ლიტ.: ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954.
ა. ბოგვერაძე