აბაშიძე იოანე (ივანე) ზაალის ძე, ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე XVII ს. II ნახევარში, ქეშიკთუხუცესი, ბორჩალოს მოურავი (1769–99). ძმა ერეკლე II-ის მეუღლის ანა დედოფლისა. როგორც კახეთის მკვიდრს, „კახთ აბაშიძეს“ უწოდებდნენ. იყო ერეკლე II-ის პოლიტიკის ერთგული მიმდევარი. აქტ. მონაწილეობა მიიღო კრწანისის ბრძოლაში (1795).
ამ ბრძოლაში მის გმირობაზე მიუთითებს ნ. ბარათაშვილი თავის პოემაში „ბედი ქართლისა“.
ლიტ.: ბ ა რ ა თ ა შ ვ ი ლ ი ნ., თხზულებანი, თბ., 1968; ს ო ს ე ლ ი ა ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973.
ო. სოსელია