აბელიშვილი ვასილ დავითის ძე (1835, თელავი, – 24. I. 1905, თბილისი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1891).
1850-იდან მსახურობდა დაღესტნის ქვეით პოლკში, 1852-იდან – ქართულ პოლკში, მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) და რუსეთ-ოსმ. (1877–78) ომებში, მეთაურობდა კასპიისპირეთის მსროლელი ბრიგადის მე-8 ბატალიონს, 1891-მდე იყო ოლთისის ოკრუგის უფროსი.
დაჯილდოებულია ოქროს ხმლით (მამაცობისათვის), წმ. ვლადიმირის, წმ. სტანისლავის, წმ. ანას სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
ლ. დოლიძე