აბეშურა, ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის დედოფალი IV ს-ში, მირიან III-ის პირველი მეუღლე. ქართლის მეფის ასფაგურის ასული.
მამის გარდაცვალების შემდეგ, რადგან მას ძე არ ჰყავდა, ქართლის ერისთავებმა, ქართლში ფარნავაზიანთა სამეფო დინასტიის გაგრძელების მიზნით, ა-ს ქმრად შერთეს ფარნავაზიანთა მეორე შტოს წარმომადგენლის რევის ძე მირიანი.
ლიტ.: გ ო ი ლ ა ძ ე ვ., ამიერკავკასიაში სასანიანთა მმართველობის ასახვა ქართულ საისტორიო ტრადიციაში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1982, Nº 4.
ვ. გოილაძე