გორელაშვილი რომან მიხეილის ძე

რ. გორელაშვილი

გორელაშვილი რომან მიხეილის ძე (დ. 14. IX. 1936, თბილისი - 21.XI.2022 აშშ, ფილადელფია), პიანისტი, პედაგოგი, საქართვ. დამს. არტისტი (1967). 1959 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ა. ვირსალაძის კლასი). 1957-იდან (სტუდენტობის დროს) დაიწყო საშემსრულებლო მოღვაწეობა. 1962-იდან (ხანგამოშვებით) მუშაობდა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიაში (1980–90 საფორტეპიანო ფაკ-ტის დეკანია, 1975-იდან – პროფესორი). პედაგოგად მიიწვიეს ვაიმარში (გდრ), ფ. ლისტის სახ. უმაღლეს სამუსიკო სკოლაში, 1977 – პრაღის კონსერვატორიაში. გ-ის შესრულების მანერა გამოირჩევა ტექ. სრულყოფილებით. მის რეპერტუარში დიდი ადგილი უჭირავს ფ. ლისტის, ს. რახმანინოვის, ჯ. გერშვინისა და სხვათა ნაწარმოებებს. ავტორია მრავალი საფორტეპიანო ტრანსკრიფციისა და პარაფრაზისა (მ. შ. ვ. დოლიძის „ქეთო და კოტეს" თემებზე). 1980– 84 ფირმა „მელოდიამ" გამოსცა ფირფიტები გ-ის ჩანაწერებით. მისი რედაქციით გამოვიდა ქართვ. კომპოზიტორთა საფორტეპიანო ნაწარმოებები. გ. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას საქართველოსა და სსრკ სხვადასხვა ქალაქში. 2004-იდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ-ში, კერძოდ ფილადელფიაში.