აბეჩხარი

აბეჩხარი, გამეჩხრებული, დაყამირებული, გაუნოყიერებელი ვენახი.

ა-ში ცუდი ნიადაგური კვების გამო ვაზის ზრდა შეზღუდულია, ყურძნის მოსავალი მცირეა. სიმეჩხრისა და იმის გამო, რომ ვაზს მცირე რაოდენობით აქვს ყლორტები და მტევნები, მცენარეს მზის სხივი უკეთესად ხვდება. ამიტომ, მართალია, ყურძენი ცოტა მოდის, მაგრამ ტკბილი და არომატულია, ღვინო – მაღალხარისხოვანი.

ვ. ფანჩულიძე