აბილაური

აბილაური, ქართული საზამთრო ჯიშის ვაშლი.

ძირითადად გავრცელებულია მესხეთში. აქვს საშ. ზომის მოყვითალო, ლოყაწითელი ნაყოფი, მობრტყო-მომრგვალო ფორმისა, ოდნავ წახნაგოვანი, ინახება გაზაფხულამდე, ტრანსპორტაბელურია. ა. იმყნობა და კარგად ხარობს ძლიერ საძირეზე, მეწლეა, უხვად მსხმოიარე. ცოცხლობს 100 წლამდე. სოკოვან დაავადებებს ვერ უძლებს.

ვ. ჭიპაშვილი