აბისისთავი, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტის აბისის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. ლოპანისწყლის (დასავლეთის ფრონის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 740 მ, ქარელიდან 22 კმ. 138 მცხ. (2014).
ა. ძვ. ისტ. წყაროებში არ იხსენიება. როგორც ჩანს, სოფ. აბისის ერთ-ერთი უბანი იყო.
1926 ა-ში 35 კომლი ცხოვრობდა.