აბჟუა, საუფლისწულო აფხაზეთის სამთავროში XVIII ს. I ნახევრიდან.
მოიცავდა ტერიტორიას მდ-ებს კოდორსა და ღალიძგას შორის. ა. შეიქმნა მას შემდეგ, რაც აფხ. სამთავრომ შეიერთა სამეგრელოს სამთავროს ჩრდ.-დას. ნაწილი. ა-ს პირველი გამგებელი იყო აფხ. მთავრის ყვაპუ შარვაშიძის ვაჟი ჯიქეშია, რ-საც მამის მემკვიდრეობიდან სამთავროს შუა ნაწილი შეხვდა (აქედან მოდის თვით ტერმინი „აბჟუა“, რაც აფხაზურად „შუა ქვეყანას“ ანუ „შუა სოფელს“ ნიშნავს). ზოგი მკვლევარი ა-ს XI ს. ქართვ. ისტორიკოსის ჯუანშერის თხზულებაში მოხსენიებულ ეგრისწყალსა და კელასურს შორის მდებარე „შუა ქვეყანასთან“ აიგივებს. ეს მოსაზრება ისტ. მეცნიერებაში არ არის გაზიარებული.
თ. ბერაძე