აბრამიშვილი მიხეილ ვლადიმერის ძე

აბრამიშვილი მიხეილ ვლადიმერის ძე (16. VI. 1892, სოფ. არგვეთი, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი, – 14. IV. 1939, თბილისი), კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, პედაგოგი.

ძირითადად იკვლევდა ესთეტ. და პოეტიკის პრობლემებს, ერთ-ერთმა პირველმა გააშუქა ი. გრიშაშვილისა და გ. ტაბიძის პოეზია (ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“, 1915, № 3, 4; 1916, № 28 – 31). საყურადღებო გამოკვლევა მიუძღვნა გ. წერეთლის შემოქმედებას (ჟურნ. „ახალი კავკასიონი“, 1925, № 1 – 2). მისი წიგნი „ძველი ქართული თეატრი“ (1925) ქართ. თეატრ. ისტორიის შედგენის პირველი ცდაა.

ლიტ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 3, თბ., 1968.

ე. აბრამიშვილი