აბრაჰამ ალბათანეცი

აბრაჰამ ალბათანეცი, აბრაჰამ აღბათანეცი, ალბათანელი, სომხეთის კათოლიკოსი 607– 15.

სომხ. გაქალკედონიტებული საეპისკოპოსოთა უმრავლესობა მის დროს (607) ირანის შემწეობით დვინის საპატრიარქო საყდარს დაემორჩილა და ერთიანი საკათალიკოსო აღდგა. ა. ა. აქტ. მონაწილე იყო ქართლისა და სომხ. ეკლესიების დოგმატური კამათისა და საეკლ. განხეთქილებისა (607–09). „ეპისტოლეთა წიგნმა“ შემოგვინახა მისი სამი ეპისტოლე კირიონ ქართლის კათოლიკოსისადმი და ერთი ენციკლიკა თავის სამწყსოსადმი. ამ ენციკლიკით მან ურთიერთობა გაწყვიტა ქართლისა და კავკასიის ალბანეთის ეკლესიებთან. ა. ა-ს მიაწერენ კიდევ ორ დოგმატური ხასიათის თხზულებას.

წყარო: ეპისტოლეთა წიგნი, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1968.

ლიტ.: Д ж а в а х о в  И. А., История церковного разрыва между Грузией и Арменией в начале VII века, «Известия Академии наук», 1908, VI серия, № 5; Ա կ Ի ն ե ա ն Ն., Ⴏիլրիոն վաթռղիկռս վրաց Ⴣիեննա, 1910.

ზ. ალექსიძე