აბრაჰამ კრეტაცი, კრეტელი

აბრაჰამ კრეტაცი, კრეტელი (გ. 1737), სომეხი ისტორიკოსი, სომეხთა კათოლიკოსი 1734–37.

მისი თხზ. „ისტორიოგრაფია“ ეხება 1734–36 ამბებს. აღწერილია ირან-ოსმ. ომი, ირანის პოლიტიკა სომხეთის მიმართ, სომხ. და მეზობელი ქვეყნების პოლიტ. და ეკონ. ცხოვრება, შეხვედრები ნადირ-შაჰთან. იგი შეესწრო თბილისში ნადირ-შაჰის შემოსვლას და მის მიერ მოქალაქეთა შევიწროებას. მისი გადმოცემით ნადირ-შაჰი თბილისში 17 დღე დარჩა და ბრძანა „არასაიმედონი“ ირანში გაერეკათ.

ლიტ.: მ ე ლ ი ქ ს ე თ-ბ ე გ ი  ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941.

გ. მაისურაძე