აბუდელაურის ტბა, მყინვარული (მორენული) ტბა აღმ. საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში.
მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. როშკისწყლის მარჯვ. შენაკადის აბუდელაურის (ხევსურეთის არაგვის აუზი) სათავეში, ზ. დ. 2812 მ. ფართ. 0,035 კმ², მაქს. სიღრმე 3,8 მ, მოცულობა 45500 მ³. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. გამდინარეა. მაქს. დონე აქვს ზაფხულში, მინ.–ზამთარში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვეზე მეტი) ყინულითაა დაფარული. ყინულისაგან თავისუფლდება მაისის ბოლოს.
ტბაში თევზი არ არის.
ი. აფხაზავა