აბულალი, ჰერეთის მთავარი XI ს. დამდეგს. 1008, როცა ბაგრატ III-მ ჰერეთის ქვეყანა დაიპყრო, იქ თავისი ერთგული ა. დასვა მთავრად. როგორც ჩანს, იმხანად ადგილ. დინასტია შეწყდა, რადგან საისტ. წყაროებში ჰერეთის მეფე აღარ იხსენიება. როგორც კი ბაგრატმა ჰერეთი დატოვა, ადგილ. ფეოდალებმა ა. გადააყენეს და კახეთის ქორეპისკოპოსს დავითს მიემხრნენ. ამ უკანასკნელმა კი ჰერეთი კახეთს შეუერთა.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970.
თ. პაპუაშვილი