აბულასანი

აბულასანი, XII ს. მიწურულის საქართველოს სამეფოს დიდი მოხელე, ერისთავთ-ერისთავი, ქართლის ამირთამირა, თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესი (კახაბერ ვარდანისძის შემდეგ).

ჰყავდა შვილი დავითი. მისმა ძმამ – ქართლის მთავარეპისკოპოსყოფილმა ბასილმა ააგო თბილ. „ლურჯი მონასტერი“, რ-ის წარწერაშიც ა-ა მოხსენიებული. ა-ის რჩევით თამარს ქმრად მოუყვანეს ვლადიმირ-სუზდალის მთავრის ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი იური (გიორგი).

იურის განდევნის შემდეგ თამარმა შერისხა ა., ჩამოართვა მეჭურჭლეთუხუცესობა და რუსთავი. ამის მერე ისტ. წყაროებში აღარ იხსენიება.

წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; თბილისის „ლურჯი მონასტრის“ წარწერა, წგ.: ოთხმეზური გ., XII–XIII სს. მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1981.

ლიტ.: მ ე ს ხ ი ა  შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973; მისივე, მეფე თამარი, თბ., 1991.

ნ. შოშიაშვილი