აბულაშვილი ანზორ სიმონის ძე (3. V. 1932, სოფ. ჯუგაანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, –14. VIII. 2013, თბილისი), პოეტი.
დაამთავრა თბილ. ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი (1961). 1962 – 79 მუშაობდა ჟურნ. „დილის“ რედაქციაში, 1980-იდან – გამომც. „ნაკადულში“, ამავე დროს იყო ალმანახ „ჯეჯილის“ მთ. რედაქტორი. პირველი ლექსი 1950 გამოაქვეყნა, პირველი წიგნი – საბავშვო პოემების კრებ. „ჩემი ნაცნობი ბიჭები“ – 1961. ა. ავტორია კრებულებისა: „ლექსები“ (1966), „ლექსები“ (1968), „საუბარი გრძელდება“ (1972), „ლექსები“ (1979), „კოშკები“ (1980), „ლექსები“ (1981), „მოდიოდა...“ (1983), „მარადიული შუქურა“ (1986), „ცხრაკარა“ (2004). პოპულარულია მისი ლექსი „მახარობელი“ („წუხელის ბიჭი დაბადებულა“ ), რ-იც 2004 ცალკე დაიბეჭდა, და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია რამდენიმე უცხოურ ენაზე.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.