აბულეთისძენი

აბულეთისძენი, კახეთის დიდგვაროვან ფეოდალთა საგვარეულო XII–XIII სს-ში.

გვარის ფუძემდებელია აბულეთი. მამულები არაგვისა და კახეთის თეძმის ხეობაში ჰქონდათ. ა. მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ საქართვ. პოლიტ. ცხოვრებაში. იყვნენ ერისთავთერისთავები, გამოჩენილი სარდლები (იხ. აბულეთი, აბულეთისძე ივანე, აბულეთისძე ქირქიშ). XIII ს. შემდეგ დაკნინდნენ, დაკარგეს მამულები და ერისთავთერისთავობა. 1405 დოკუმენტის ცნობით, ა-თა მამულს აბაზასძეთა საგვარეულო დაეპატრონა.

წყარო: ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2, ტფ., 1897; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, [ტ.] 1, ნ. შოშიაშვილის რედ., თბ., 1984; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965; Всеобшая история Вардана Великого, пер. с арм., Н. Эмина, М., 1861.

ლიტ.: მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973; მისივე, დავით IV აღმაშენებელი, თბ., 1986.

ნ. შოშიაშვილი