აგარა

აგარა, დაბა (1934-იდან) ქარელის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. მტკვრის მარცხ. მხარეს, ქარელ–ხაშურის სარკინიგზო და საავტ. გზაზე. ტერიტ. ორგანოს ცენტრი (დაბა ა., სოფ. ქვენატკოცა). რკინიგზის სადგური. ზ. დ. 640 მ, ქარელიდან 6 კმ. 3,4 ათ. მცხ. (2014). ა-ში არის კვებისა (მ. შ. შაქრის) და გადამამუშავებელი მრეწვ. საწარმოები.

დ. სვანიძე