აგიაპანტი, ქართული მონასტერი ბიზანტიაში, ქ. კონსტანტინოპოლში (ახლანდ. სტამბოლი).
ქართველები „ყოველთა წმინდათა მონასტერს“ უწოდებდნენ. XI ს. II მეოთხედში ბიზანტიის ხელისუფლებამ ქართვ. ეპისკოპოსს, ზაქარია ბანელს უბოძა. 1031 ამ მონასტერშია გადაწერილი ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი მაქსიმე აღმსარებლისა და გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებანი.