აგიაშვილები

აგიაშვილები, თავადური საგვარეულო იმერეთის სამეფოში.

მათი თავდაპირველი გვარსახელი ომათმათიძე ყოფილა. ა-ის გვარი პირველად იხსენიება იმერთა მეფის 1663–73 დოკუმენტებში. XVI–XVII სს. მიჯნაზე ხდება ა-თა სათავადოს ჩამოყალიბება. მათ ეკუთვნოდათ საგვარეულო ციხესიმაგრე ყარაულა, ცუცხვათი, ტყაჩირის ეკლესია, ჭალისთავის მონასტერი. ა-ის გვარის წარმომადგენლებს სამეფოში ციხისთავის, ქეშიკთუხუცესის სახელოები ეკავათ. 1810 აქტიურად იბრძოდნენ იმერეთის სამეფოს დამოუკიდებლობისათვის, რის გამოც მათი მამული დიდად დაზარალდა.

ლიტ.: ს ო ს ე ლ ი ა  ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973.

ო. სოსელია