აგიაშვილი გიორგი თეიმურაზის ძე

აგიაშვილი გიორგი თეიმურაზის ძე (1836, სოფ. ტყაჩირი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 1901, რუსეთი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1901), მონაწილეობდა ყირიმის (1853–56), რუსეთ.- ოსმ. (1877–78) ომებში.

XIX ს. 80-იან წლებში ასრულებდა ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის მოვალეობას.

მეთაურობდა ნიკოლოზ II-ის სახ. ლაიბგვარდიის პოლკს.

დაჯილდოებულია წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით.

მ. გოგიტიძე