აგლაძე დავით გიორგის ძე

აგლაძე დავით გიორგის ძე [18 (31). I. 1900, თბილისი, – 7. VIII. 1976, იქვე], ზოოტექნიკოსი. პროფესორი (1930), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962).

დაამთავრა ჰალე-ვიტენბერგის (გერმანია) ზოოტექ. ინ-ტი (1925). 1925–47 ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას თსუ-ში, 1947–73 – თბილ. ზოოვეტ. და მეცხოველეობის კათედრის გამგე. მის ნაშრომებში გაშუქებულია ცხვრის მეტიზაციის, მატყლის სტანდარტიზაციის, ხევსურული ძროხის ოსტეოლოგიის, აგრეთვე საქართვ. მეცხოველეობის სხვა საკითხები. ა-მ თარგმნა კლასიკური ნაშრომები გენეტიკაში. აქტიურად მონაწილეობდა ქართ. ზოოტექ. ტერმინოლოგიის საკითხების დამუშავებაში.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.