აგრბა ალექსი სერგის ძე

აგრბა ალექსი სერგის ძე (18. III. 1897, სოფ. ლიძავა, გაგრის ზონის ტერიტორია, – 1937), პოლიტ. მოღვაწე, 1936–37 აფხაზეთის კომპარტიის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, აფხაზეთის ცაკ-ის თავ-რე.

სახელმწ. უშიშროების მე-2 რანგის კომისარი (1933), მუშაობდა სსრკ სახელმწ. უშიშროების ორგანოებში. 1922–23 იყო აფხ. საგანგებო კომისიის თავ-რე, 1929–34 – სამხრ. კავკ. სახელმწ. პოლიტ. სამმართველოს თავ-რე. 1932 მიენიჭა სახელმწ. უშიშროების საპატიო თანამშრომლის წოდება. იყო რეპრესირებული, დაჯილდოებულია საბჭოთა ორდენებით.

1930-იანი წლების საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.