„აგრეგატი“ (სააქციო საზოგადოება), მცირე სიმძლავრის ელექტროძრავებისა და სხვა ელექტრომოწყობილობათა დამამზადებელი საწარმო.
დაარსდა 1977 თბილისში და ექვემდებარებოდა სსრკ ელექტროძრავების წარმოების მთ. სამმართველოს „მთა ვარელექტრომანქანას“. ქ-ნის მიერ გამოშვებული პროდუქციის ძირითადი სახეები იყო ჩაის საკრეფი და ჩაის ფოთლის საჭრელი მანქანების, ვიდეომაგნიტოფონის, ხმისჩამწერი და გამოთვლითი ტექ. აპარატურის, მართვის ავტომატიზებული სისტემების, აგრეთვე რობოტული ტექნიკისა და რიცხვითი პროგრამული მართვის ჩარხების კოლექტორული და სხვა ტიპის ელექტროძრავები.
ქ-ნის პროდუქცია იგზავნებოდა სსრკ სხვადასხვა ქალაქის ელექტროტექ. და ჩარხმშენებელ ქ-ნებში. „ა.“ 1998-მდე უშვებდა მცირე სიმძლავრის ელექტროძრავებს, დენის გარდამქნელებსა და საოჯახო საქონელს. 1996 საწარმო ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბად, 2000 კი მის ბაზაზე დაფუძნდა შპს „აგრეგატი-1“ და შპს „აგრეგატი-2“. 2003 რეორგანიზაციის შედეგად ეს ორივე საწარმო ისევ გაერთიანდა.
ამჟამად მისი საქმიანობა შეჩერებულია.
ვ. ლობჟანიძე
მ. თოქმაზიშვილი