აგუმაა ქიაზიმ ყარამანის ძე [18. IV (1. V). 1915, სოფ. ღვადა, ახლანდ ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, – 10. XII. 1950, სოხუმი], აფხაზი მწერალი.
1939–44 წითელი არმიის რიგებში იყო. ლექსებს აქვეყნებდა 1934-იდან („გიდას ოჯახი“, „კოლხეთი“, „ბაღში“, „მე მიყვარს კვიკვი“). მისი თხზულებებიდან აღსანიშნავია პოემა „ტარიელ რაშბა“, „ბალადა სალამურზე“; მოთხრობები: „დაუღვრელი ცრემლები“, „თემრაზი და ციცანა“, „ტყვე“; პიესა „დიდი მიწა“. ა-მ თარგმნა ქართვ. პოეტთა ლექსები. ნ. ბარათაშვილს მიუძღვნა ლექსი „შენი სიმღერები“.
ლიტ.: აფხაზური ლიტერატურა. ქრესტომათია, შემდგ.: ხ. ბღაჟბა, გ. გუბლია და სხვ., თბ., 1978.