აგუძერა

აგუძერა, ზღვისპირა კლიმატური კურორტი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის სანაპიროზე.

გულრიფშიდან 6 კმ, სოხუმიდან – 12 კმ. საბჭოთა პერიოდში შედიოდა სოხუმის კურორტების ჯგუფში. ტერიტორია დაფარულია სუბტროპ. მცენარეებითა და ნარგავებით (ციტრუსები, პალმები, ევკალიპტები, ვენახი, ხეხილი და სხვ.). კორპის მუხის კორომი. ჰავა სუბტროპ. იცის რბილი და უთოვლო ზამთარი (იანვ. საშ ტემპ-რა 5,8°C) და ნოტიო, თბილი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 23,8°C). ნალექები 1478 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 2089 სთ. სამკურნ. ფაქტორი: ჰავა, ზღვის წყალი. ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

გ. უშვერიძე