ადათი

ადათი (არაბ. ადათ-ჩვეულება), ჩვეულება, ჩვეულებითი სამართალი ისლამის აღმსარებელ ხალხებში.

ტერმ. „ა.“ ქართ. მეტყველებასა და ლიტ-რაში „წესის“ და „ჩვეულების“ სინონიმად შემოვიდა. საბჭ. ხელისუფლების პირველ წლებში მას კანონმდებლობაშიც ხმარობდნენ. ამჟამად ქართულში „ა-ისა“ და „ადათობრივი სამართლის“ ნაცვლად მართებულად მკვიდრდება ტერმინები „ჩვეულება“ და „ჩვეულებითი სამართალი“. ა. მომდინარეობს გვაროვნ. წესწყობილებებიდან. აწესრიგებს საზ. ცხოვრების მრავალ მხარეს (სათემო მართვა-გამგებლობა, საოჯახო ურთიერთობანი, სასისხლო კონფლიქტები და ა. შ.). ა. დაუწერელი ნორმაა, რ-მაც სავალდებულო ძალა მოიპოვა ხანგრძლივი და მრავალგზისი გამოყენების შედეგად. იგი შედარებით ვიწრო ადგილ. მნიშვნელობისაა (ზოგჯერ სოფლების მიხედვითაც კი განსხვავდება).

ლიტ.: დ ო ლ ი ძ ე  ი., საქართველოს ჩვეულებითი სჯული, თბ., 1960.

ი. ფუტკარაძე