აზმაიფარაშვილი გივი ვასილის ძე

აზმაიფარაშვილი გივი ვასილის ძე ( 1. IX. 1930, თბილისი –27.IV.2003, იქვე), დირიჟორი. საქართვ. სახ. არტისტი (1983), პროფესორი (1976), თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის პედაგოგი (1968-იდან), შ. აზმაიფარაშვილის ძმისშვილი და მოწაფე.

1955 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. გ. სვანიძის საფორტეპიანო კლასი), 1960 ლენინგრადის კონსერვატორიის სადირიჟორო განყ-ბა (პროფ. ი. ტემირკანოვის კლასი). 1960-იდან მუშაობდა დირიჟორად. 1974–84 მთავარ დირიჟორად თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის ეროვნ. თეატრში, სადაც განახორციელა 24 ახ. დადგმა, მ. შ. ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“, ო. თაქთაქიშვილის „მინდია“ და სხვ. აგრეთვე საზღვარგარეთის კლასიკოს კომპოზიტორთა ოპერები (ჯ. ვერდის „აიდა“, „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „ტრუბადური“; ჟ. ბიზეს „კარმენი“; პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“ და სხვ.) 1962 დააარსა საქართვ. სახელმწ. კამერული ორკესტრი, იყო მისი პირველი სამხატვრო ხელმძღვ. და დირიჟორი 1967-მდე. 1982-იდან საქართვ. ტელერადიოდეპარტამენტის სიმფ. ორკესტრის ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში.

თ. კვირიკაძე