აზოვის ქაფშია

აზოვის ქაფშია, ქამსა (Engraulis encrassicholus maeoticus), თევზი ქაფშიასებრთა ოჯახისა.

მისი სხეულის სიგრძე 14 სმ აღწევს. გავრცელებულია აზოვის ზღვაში და შავი ზღვის აღმ. ნაწილში. ქარავნული თევზია. იზამთრებს შავ ზღვაში. აქვს სამეურნეო მნიშვნელობა. იჭერენ შავი ზღვის ქაფშიასთან ერთად. იყენებენ ძირითადად დამარილებულს.

მისგან ამზადებენ დიდი რაოდენობით თევზის ფქვილს ცხოველების გამოსაკვებად.

მ. დემეტრაშვილი