აზორკი და არმაზელი, ლეონტი მროველის მიხედვით – „ორმეფობის ხანის“ (იხ. ორმეფობა ქართლში) ქართლის მეცამეტე მეფენი, რომელთაც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ არსოკს და ამაზაერს უწოდებს.
ლეონტი მროველის ცნობით, ა. და ა-ის მეფობის ხანაში ქართველ-სომეხთა ომებს ჰქონდა ადგილი. არსებობს მოსაზრება, რომ ა. და ა. ძვ. წ. II ს. 80-იან წლებში ცხოვრობდნენ. გ. მელიქიშვილი მათ ახ. წ. I ს. 70-იანი წწ. ქართლის მმართველებად მიიჩნევს.
ლიტ.: მ ა მ უ ლ ი ა გ., გადმოცემები სუმბატ ბივრიტიანის შესახებ როგორც ლეონტი მროველის წყარო, კრ.: ძველი ისტორიის საკითხები (კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული, 3), თბ., 1970; მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი გ., საქართველო ახ. წ. I–III საუკუნეებში, წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; მისივე, К истории древней Грузии, Тб., 1959.
გ. მამულია