ათენა

ათენა, ათენა პალადა (Athëna Pallas,-ados), ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსის ასული (ჰესიოდეს ვერსიით, დაბადებულა ზევსის თავიდან – განსახიერება ზევსის გონებისა), ქალაქების მფარველი (ათენა პოლიადა), კანონების დამწესებელი და სამართლიანობის დამცველი.

რომაულ მითოლოგიაში მას შეესატყვისება მინერვა. პავსანიას ცნობით, „კოლხეთში არის ათენა აზიელის ტაძარი... კოლხები თაყვანს სცემენ ათენა აზიელს“ („ელადის აღწერა“, III, 24,5).