ათონის აქტები

ათონის აქტები, ათონის მთის მონასტრებისადმი გაცემული სიგელ-გუჯრები, სასამართლოს დადგენილებები და სხვა საბუთები.

ბიზანტიისა და ზოგიეთი სხვა ქვეყნის, მ. შ. საქართველოს ისტ. კვლევისას ა. ა-ს დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართ. თარგმანითა და გამოკვლევითურთ გამოაქვეყნა ს. ყაუხჩიშვილმა „გეორგიკის“ VIII ტომში (1970). 1994-ისათვის ლეფორის რედაქციით დაიბეჭდა ა. ა-ის 4 ტ.

გამოც: Dōlger F., Aus den Schatzkammern des Heiligen Berges, Münch., 1948; მისივე, Sechs byzantinische Praktika des 14. Jh. für das Athoskloster Iberon, «Abhandlungen der Bayerischen Akademie der Wissenschaften». Phil-hist Klasse. Neue Folge, Münch., 1949, H. 28.