აიბარკრა

აიბარკრა, საფერხულო წყობის აფხაზური ხალხური ცეკვა.

„ა''. აფხაზურად ნიშნავს მხრების ცეკვას, ხელიხელჩაკიდებას, ხელებით გადაბმას, მხრებზე ხელებგადაჭდობით წრეზე განლაგებას. ფერხული წინათ შრომის პროცესთან ყოფილა დაკავშირებული, მაგრამ დროთა განმავლობაში შეუცვლია სოც. ფუნქცია და საქორწილო რიტუალს დაკავშირებია. მოცეკვავენი წრიულად მოძრაობენ მარჯვნიდან მარცხნივ, წრის შიგნით კი დგანან ნაბადწამოსხმული მეფე-დედოფალი. ერთ-ერთი მეფერხულე დედოფლის ფეხებთან მიწას მათრახს ურტყამს, რათა იგი აახტუნოს და ამით ცეკვის ტემპი ააჩქაროს, გამოაცოცხლოს.

ა. სრულდება სიმღერის თანხლებით. მუს. ზომა 4/4

ა. თათარაძე